სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების ოთხი ყოფილი თანამშრომელი და ერთი მოქალაქე. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდათ დევნილთა შემწეობისა და სახელმწიფო პენსიის მიმღებთა საბანკო ანგარიშებზე, რომლებზეც ნაშთის სახით განთავსებული იყო გარკვეული თანხები, საერთო ჯამში 71 ათას 972 ლარის ოდენობით, რაც სხვადასხვა მანიპულაციის მეშვეობით, მათთვის სასურველ ანგარიშზე გადარიცხეს და შემდგომ გაანაღდეს. საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიცირება „ლიბერთი ბანკის“ შიდა მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმის საშუალებით მოხდა, რის შესახებაც ბანკმა დაყოვნებლივ აცნობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
