ვისი სახალხო დამცველია ნინო ლომჯარია? ეს კითხვა ომბუდსმენის მატროსოვის ციხეში გუშინდელ ვიზიტის კიდევ ერთხელ მიჰყვა
ამავე საკითხით სამი დღის წინ პარლამენტში იუსტიციის მინისტრი დაინტერესდა. თეა წულუკიანმა ნინო უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებაშიც დაადანაშაულა, ამის დასტურად კი კონკრეტული ფაქტები მოიყვანა. იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით თქვა, რომ სახალხო დამცველი ანგარიშს სწორედ მონიტორების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით წერს, და თავად პატიმრებს არ ხვდება. 2018 წელს სულ ოთხჯერ იყო საპატიმროში, გასულ წელს კი საერთოდ არ ყოფილა. ნინო ლომჯარია გუშინ ე.წ. მატროსოვის ციხეში გამოჩნდა, თუმცა, როგორც გაირკვა, მსჯავრდებულთაგან სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა. მედიის ინტერესმა და პენიტენციური სამსახურის მიერ ამ ინფორმაციის გასაჯაროვებამ ომბუდსმენი გააღიზიანა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
