5 თვიანი ლოდინის შემდეგ ახალგორის გადასასვლელები დროებით და მოსახლეობის მხოლოდ ნაწილისთვის გაიხსნა
ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს. ე.წ. საზღვრის დაკეტვით, დე-ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელებს შეუზღუდა წვდომა სამედიცინო მომსახურების, პენსიის და განათლების მიღებაზე საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობამ გადაადგილების საშუალება პენსიონერებს მისცა. მათ წეროვანში 5 თვის პენსია აიღეს. ახალგორიდან გადმოსულები "ქრონიკასთან" 140 დღიანი იზოლაციის შესახებ საუბრობენ.
სიუჟეტის ავტორი: ანი გუმბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
