ლევან ხაბეიშვილთან სიტყვიერი დაპირისპირება სარევიზიო კომისიის სხდომაზე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
ხმაურიანი სხდომა იყო საკრებულოში. დეპუტატ ლევან ხაბეიშვილთან სიტყვიერი დაპირისპირება სარევიზიო კომისიის სხდომაზე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. კონფლიქტი იმ სატელევიზიო ინტერვიუზე საუბრით დაიწყო, რომელიც, "ქართული ოცნების" დეპუტატთა შეფასებით, მათთვის შეურაცხმყოფელი იყო. სახელისუფლებო გუნდის წევრები ამბობენ, რომ პირდაპირ ეთერში მათმა ოპონენტმა პოლიტიკური დისკუსიის ზღვარი გადაკვეთა და პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა. ინცინდენტის შემდეგ საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. შენობის წინ კი აქცია გაიმართა. სარევიზიო კომისიის სხდომა ოპოზიციის გარეშე გაგრძელდა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
