დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნილია
დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმე გაიხსნა. შეიარაღებული თავდასხმა დიღმის მასივში 2018 წლის 7 თებერვალს მოხდა. თადარიგის პოლკოვნიკი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა. საქმე განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე აღიძრა. დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ის წარსულში ნასამართლევია. სასჯელს მუხროვანის ამბოხის გამო იხდიდა, საპატიმრო კი 2013 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად დატოვა. ბრალდებულის ვინაობა დოდო გუგეშაშვილისთვის უცნობია.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
