შრომითი დავები არბიტრაჟში - ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კოორდინირებული შეხვედრა გამართა
სამუშაო შეხვედრაზე მოსამართლეებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და ასოციაციის წევრებმა შრომითი დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებზე იმსჯელეს. ბიზნეს ასოციაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ მოდავე მხარეება პრობლემის გადასაჭრელად პირველ ეტაპზე მედიაციის ინსტიტუტი გამოიყენონ. თუკი მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ შემდგომ პროცესი არბიტრაჟში გააგრძოლონ. ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, მედიაცია და არბიტრაჟი დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობას აძლევს კონფლიქტი სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით, სამოქალაქო დავების სასამართლო პროცესის გარეშე გადაჭრან.