თბილისის საკრებულოში ახლა უკვე სიმშვიდეა
ამ წუთებში სხდომა მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატების მონაწილეობით მიმდინარეობს, ისინი დღის პირველ ნახევარში მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებებს აკეთებენ პარალელურად საკრებულოს შენობის წინ არიან შეკრებილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, ისინი შენობაში შესვლას და სხდომაზე დასწრების უფლებას ითხოვენ, ასევე მიმართავენ შესაბამის უწყებებს დაიწყოს გამოძიება ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტთან გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე: მინდა ორივე მხარეს მოვუწოდო, რომ მაქსიუმალურად შევიკავოთ თავი დაპირისპირებისგან და სამუშაო რეჟიმში, პოლიტიკურ ჭრილში გადავიყვანოთ სამუშაო პროცესი
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
