შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე: გახსნილია 2018 წელს მომხდარი, განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის რეზონანსული საქმე “სამართალდამცველებმა გრიგოლ გუგეშაშვილისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკლელობის მცდელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1975 წელს დაბადებული და წარსულში ნასამართლევი ზ.მ. Დააკავეს, დანაშაული 16-დან 20 წლამდე თავისუფლების, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” “ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულ-მკერდის არეში სხეულზე, მრავლობითი დაზიანება მიაყენა დოდო გუგეშაშვილის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს”
