ოკუპირებული ახალგორიდან პენსიონერებს სოფელ ოძისთან უკვე შვიდი საათია ელოდებიან
ადგილზეა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაც. გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმი ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნტს ხუთი დღით მხოლოდ ხანდაზმულებისთვის ხსნის. საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სპეციალური საშვით გადმოსული მოქალაქეები პენსიას წეროვანში აიღებენ. ოკუპირებულ რეგიონში ამ დროისთვის 150 პენსიონერია, აქედან მხოლოდ ახალგორში 72, მაგრამ საშვის აღება, ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 30-მა შეძლო. რა ვითარებაა ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან
