დღეიდან სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ
მომდევნო ორი დღის განმავლობაში თოვლს ელოდებიან. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი იქნება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესებიც გამოიწვიოს. თბილისში კი უმეტესად უნალექო ამინდები იქნება. რაც შეეხება შავი ზღვის სანაპიროს, ზღვაზე 5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
