ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანის მოსახლეობას ქალაქის დატოვება აუკრძალა
ეს სწორედ ის 11 მილიონიანი ქალაქია, რომელსაც ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების კერად მიიჩნევენ. დილიდან მუშაობა შეაჩერა აეროპორტმა, რკინიგზამ და საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ბოლო მონაცემებით, დღემდე უცნობი ვირუსით ჩინეთში 17 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 570 აღემატება. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა იაპონიაში, ტაილანდში, ტაივან-ში, ჰონგ კონგში, სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებში.
