შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს
ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი განიხილეს.
