ევრონესტის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება
„უსამართლობაა როცა ქართველი ხალხი ხედავს როგორ იქცა მათი ქვეყანა ევროპარლამენტარებისა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების ბრძოლის ველად“ - ამ სიტყვების ავტორი ევრონესტის ვიცე პრეზიდენტია. ევროპარლამენტარმა სოციალურ ქსელში განცხადება ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა და ქართველებს მოუწოდა პირველ ადგილზე საკუთარი ქვეყანა დააყენონ და ერთიანობა პოლიტიკურ ბატალიებს არ გადააყოლონ. ევრონესტის ვიცე პრეზიდენტის თქმით, რომელი საარჩევნო სისტემა შეეფერება ამა თუ იმ სახელმწიფოს ეს თავად ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, შიდაპოლიტიკური დებატები კი ნორმალური მოვლენაა დემოკრატიისთვის. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, იმასაც რომ საქართველო მსოფლიოს დემოკრატიული ოჯახის ერთგული წევრი, ევროკავშირისა და ნატოს საიმედო პარტნიორია.
