პოლიტიკური პარტია "გირჩი" "ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირდება
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მისთვის მიუღებელია გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან პროპორციული არჩევნების შესახებ დაპირების გაცემას "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებად მიიჩნევს. ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა, რომ თუ ოპოზიციის საერთო საკონსულტაციო ფორმატში გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" აზრის გამხმოვანებელი იქნება, "გირჩი" აღნიშნულ ფორმატს დატოვებს.
