მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა
ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 20 იანვრის ბრძანებაში წერია, რომ ანდრია სარია, გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოდიოდა. მღვდელმონაზონი ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ანდრია სარიამ ეროვნული არქივიდან ამოღებული სკანდალური წერილი გამოაქვეყნა, რომელიც 1982 წლით თარიღდება და საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, რომელშიც მაშინდელი რამდენიმე სასულიერო პირი ფიგურირებს.

სიუჟეტის ავტორი: თამთა ასანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები