თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს და ბრალდებებს პასუხობს
გიორგი შერვაშიძემ იმ სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ დადგა ეჭვქვეშ მისი სადისერტაციო ნაშრომი. რექტორის განცხადებით, ეს თემა დღეს არ დაწყებულა და მსგავსი ცილისწამება მისი მისამართით არაკეთილმოსურნე ადამიანების მხრიდან აქამდეც მოუსმენია, რაც მისივე მტკიცებით, მისი და უნივერსიტეტის რეპუტაციის დისკრედიტაციის მიზნით ხდება. შერვაშიძე საკუთარ ნაშრომში პლაგიატის არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ პუბლიკაციაში მხოლოდ მთავრობის დადგენილება გამოიყენა, რომელიც მითითებულიც ჰქონდა.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
