თბილისის ცენტრში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოში რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა
შემთხვევა 30 დეკემბერს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა, სადაც ილიაუნის პირველი კურსის სტუდენტი კონსულტანტად მუშაობდა. მას ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის არეში მძიმე საგნით ტრავმა მიაყენა. დაზიანება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე, 30 დეკემბერსვე დააკავა. ის ახლა წინასწარ პატიმრობაშია და ბრალდებაც დაუმძიმდა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
