თბილისის მერია მარტიდან ჯანდაცვის ახალ პროგრამას იწყებს
მუნიციპალიტეტი გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე ადამიანებს ძვირად ღირებული მედიკამენტებით უზრუნველყოფს. თითოეული პაციენტის სამკურნალოდ 24 ათასი ლარის გამოყოფა იგეგმება. სოციალურად დაუცველები 100 პროცენტით დაფინანსდებიან, ხოლო, ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ საჭირო წამლები 80 პროცენტით დაუფინანსდებათ. გარდა ამისა, თბილისის მერია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების პროგრამასაც აფართოებს.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
