პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაო იწყება
ტერიტორია, სადაც ჯერ კარვები, 31 დეკემბრიდან კი საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობის დახლები იყო განთავსებული, დღეს დილიდან შემოღობილია. მერიის ინფორმაციით, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება გასული წლის ივნისში დასრულდა. პირველ იანვარს ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა, აუქციონის გარეშე. წინადადებების მიღება 6 იანვარს დასრულდა, გამარჯვებული კი ერთადერთი პრეტენდენტი გრინსერვის პლუსი გახდა.
სიუჟეტის ავტორი: ლევან კვატაშიძე-2-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
