გენერალური პროკურორობის კანდიდატურების წარმოსადგენად გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციების შემდეგ, საპროკურორო საბჭო პირველად შეიკრიბა
ადვოკატმა გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურა მოხსნა და ირაკლი შოთაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაძლოა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღოს იურისტმა გელა ჩივაძემაც. გენერალური პროკურორის პოსტზე 17 კანდიდატი იყო წარდგენილი. მათ შორის ყველაზე რეალური ირაკლი შოთაძის კანდიდატურაა. საპროკურორო საბჭომ სამი კანდიდატი უნდა შეარჩიოს, რის შემდეგაც ერთ საუკეთესოს დაასახელებს. ამის მერე პროცესი საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს. ახალი გენერალური პროკურორი პარლამენტმა სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს. ეს პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძემ სტატუსზე უარი თქვა და უზენასი სასამართლოს მანტია უვადოდ მოირგო. მის შემცვლელად მისი წინამორბედი აქტიურად განიხილება, რის გამოც ოპოზიცია პროცესს უნდობლობას უცხადებს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთი ქაშაკაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
