საქართველოში ვიზიტის ფარგებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა
სტეფ ბლოკმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე და იმ პრობლემებზე მიიღო ინფორმაცია, რომლებიც მოსახლეობას ჩაკეტილი გამშვები პუნქტების გამო შეექმნა. მას შესაძლებლობა ჰქონდა თავისი თვალით ენახა რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ოკუპირებულ ახმაჯშია განლაგებული. ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა, ოკუპაციის შესახებ მან ქართველ კოლეგასთან შეხვედრისასაც ისაუბრა. ვიზიტი, რომელიც 10 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად შედგა, უკვე დასრულებულია.
