იტალიაში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ განათლების საერთაშორისო ცენტრში ისაუბრეს
ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები დაესწრნენ. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს იტალიის უმაღლეს სასწავლებლებში, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე არსებული შესაძლებლობების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრები 20 იანვარს დაიწო და 23 იანვარს დასრულდება. პროგრამის მიზანი საერთაშორისო დონეზე საქართველოში უმაღლესი განათლების წახალისება და მხარდაჭერაა.
