ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლამ 15 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
საიუბილეო ღონისძიება განათლების სამინისტროში გაიმართა. საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრეს. როგორც ირკვევა გასულ წელს სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის გეოგრაფიული არეალი გააფართოვა, სულ გადამზადდა ეროვნული უმცირესობის 3 600 წარმომადგენელი. ღონისძიებაზე გაფორმდა შეთანხმებაც ლეხ კაჩინსკის სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების და ზუურაბ ჟვანიას სახელობის სკოლებს შორის. მემორანდუმის თანახმად ქართველი და პოლონელი საჯარო მოხელეებისათვის შემუშავდება ერთობლივი სატრენინგო პროგრამები.
