დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება
ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა, თუმცა არ უთქვამს, კონკრეტულად, რა წერია შეთანხმებაში. ბრალდების მხარის განმარტებით, საპროცესოს საფუძველი მსჯავრდებულის აღიარება და მონანიება გახდა. მე აქვე გეტყვით, რომ ჯანაშიამ რამდენიმე დღის წინ ასევე სარალიძის მკვლელობისათვის დაკავებული მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა. რას აცხადებენ მხარეები? რაზე შეიძლება თანხმდებოდნენ პროკურატურა და ჯანაშიას მხარე და როგორ შეხვდნენ ამ სიახლეს სხვა ფიგურანტების ადვოკატები?
