დავოსში ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კოლა-კოლის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრით იწყებს.
მას გიორგი გახარია დელეგაციის წევრებთან ერთად უმასპინძლებს. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა კომპანიის მმართველებთან. მთავრობის მეთაური დავოსში პოლიტიკური შინაარსის შეხვედრებსაც მართავს. ვიზიტის პირველი დღე სომხეთის პრეზიდენტთან აუდიენციით დასრულდა.
