ათწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს
სულ ცოტა ხნის წინ, სტეფ ბლოკსა და დავით ზალკალიანს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, ამ წუთებში კი ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები მედიისთვის განცხადებებს აკეთებენ დავით ზალკანიანი: დღევანდელ შეხვედრაზე ხაზი გავუსვით იმ საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამეგობრობა ეფუძნება „ჩვენი საერთო ხედვა უკავშირდება წესებზე დაფუძნებული წესრიგის განმტკიცებას და ჩვენ ძალიან ვაფასებთ, ნიდერლანდების სამეფოს მხრიდან, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“ „ვიმსჯელებთ სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, როგორც მოგეხსენებათ ნიდერლანდები მოწინავე ადგილს იკავებს საქართველოს წამყვან ინვესტორთა შორის და ნიდერლანდური კომპანიები უკვე წლებია წარმატებით ოპერირებენ ქართულ ბაზარზე“
