ჩინეთიდან ახალი კორონავირუსის გავრცელება საგანგაშო ხასიათს იძენს
პნევმონიის ახალი ტიპის გამავრცელებელი ადამიანია, რასაც ინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტით 14 ექიმის დაავადების ფაქტი მოწმობს. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირების ათას 300-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, სამი კი ლეტალური შედეგით დასრულდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საგანგებო სიტუაციების კომიტეტის საგანგებო სხდომის ჩასატარებლად ემზადება.
