თბილისის ავტოპარკს 40 ახალი ავტობუსი შეემატა
რვამეტრიანი, ევრო ექვსის სტანდარტის ტრანსპორტი 23 იანვრიდან რვა მარშრუტზე გადანაწილდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, „ისუზუს“ მარკის ავტობუსები გათვლილია 53-ტ მგზავრზე, აქედან 21-ი დასაჯდომი ადგილია. ტრანსპორტი ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
