ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელა
პარლამენტარებმა შეშფოთება გამოთქვეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ საგანგაშო ვითარებაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერა დაადასტურეს. ევროპარლამენტარების წინაშე მოხსენებით გამოვიდა სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. მან თავის ემოციურ გამოსვლაში ევროპელ პარტნიორებს არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და საფრთხის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ევროპელმა კოლეგებმა სახელმწიფო მინისტრს სრულყოფილი მოხსენებისთვის და მნიშვნელოვანი გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადეს
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
