ბაღდადსა და ბასრაში საპროტესტო აქციების განახლებას მსხვერპლი მოჰყვა
ოფიციალური მონაცემებით, დაპირისპირებას აქციის ორი მონაწილე და ორი პოლიციელი ემსხვერპლა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და საბრძოლო ტყვიები მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ჩახერგილი გზების გაწმენდისას დემონსტრანტებმა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. ადენ აბდულ მადი თანამოქალაქეებს ახალი მთავრობის ფორმირებას ჯერ კიდევ შარშან, შემოდგომაზე შეჰპირდა.
