გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს დღეს საცხოვრებელი ბინები ოფიციალურად დაუკანონდა
საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები მათ თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადად გადასცა. ფართები მოქალაქეებმა გლდანის პირველ მიკრორაიონში და გმირ კურსანტთა ქუჩაზე მიიღეს. თბილისის მერიამ საცხოვრებელი ბინები მოსახლეებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. კახა კალაძის მერობის პერიოდში საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 800-მდე ოჯახს უკვე დაუკანონდა. მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ბინების დაკანონება გაგრძელდება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
