მამუკა ბახტაძის ინიციატივით გაერთიანებული კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო სავარაუდოდ იშლება
საბიუჯეტო ხარჯების ოპოტიმიზაციიდან წელიწადნახევარში, მმართველი გუნდი რეორგანიზაციაზე მსჯელობს. მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ დისკუსია მიმდინარეობს. მიზეზად კი კულტურის სფეროსთვის, ცალკე მენეჯმენტის შექმნის აუცილებლობა სახელდება. ასევე მედიაში ვრცელდება კულტურის მომავალი მინისტრის ვინაობაც. ერთ-ერთი ვერსიით, ის ბექა ოდიშარია იქნება, თუმცა თავად დეპუტატი ამ ინფორმაციას უარყოფს. სამინისტროების გაერთიანების იდეა მამუკა ბახტაძის მთავრობას ეკუთვნოდა. 2018 წელს ამ გადაწყვეტილების მიზეზად ხარჯების შემცირება დასახელდა. ზუსტად როდის გამოიყოფა ცალკე კულტურის სამინისტრო, კონკრეტული თარიღი უცნობია. შეგახსენებთ, რომ ამას კულტურის სფეროს წარმომადგენლები აქტიურად ითხოვდნენ. როგორია პოზიციები პოლიტიკურ სპექტრში? ვინ ემხრობა და ვინ არ ემხრობა კულტურის სამინისტროს აღდგენას?
სიუჟეტის ავტორი: ანი გუმბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
