გატარებული რეფორმები, მიღწეული პროგრესი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და გამოწვევები - საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში
ვითარება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველოში გატარებული და დაგეგმილი რეფორმები. ამ თემებზე ხვალ საუბარი იქნება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. კოლეგებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიმართავენ. ბრიუსელშია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიაც. გარდა ამისა, ქართულ დელეგაციას მთელი კვირის განმავლობაში ევროპელ პოლიტიკოსებთან შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
