თავდაცვის მინისტრმა სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
უწყებრივი მედლები „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ გადაეცა; საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს, ამავე ცენტრის მძღოლს კაპრალ-სპეციალისტ ირაკლი დევრისაშვილს და აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტ გოჩა ნონაშვილ. მათ მოქალაქეები დაღუპვას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს. ვიცე-პოლკოვნიკმა ელგუჯა ბიბინიძემ და კაპრალმა დევრისაშვილმა არხში ჩავარდნილი ავტომანქანიდან ასაკოვანი მოქალაქე გადმოიყვანეს, პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მის გადასარჩენად ყველა შესაბამისი ზომა მიიღეს. კაპრალმა გოჩა ნონაშვილმა კი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მანქანიდან მძიმე მდგომარეობაში მყოფი 4 მგზავრი ამოიყვანა და მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
