გრიპის და მსგავსი ინფექციის შემთხვევების მაჩვენებელი არ გაზრდილა
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ტენდენცია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო მშვიდია. ამჟამინდელი მონაცემებით კი საქართველოში ძირითადად გავრცელებულია “ბე” ტიპის გრიპის ვირუსი. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, ლაბორატორიული კვლევების შედეგად გრიპით გარდაცვლილია ორი ადამიანი.
