ოპოზიცია აქციებისთვის ემზადება
ხელისუფლების ოპონენტები ამას მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდამდე აანონსებენ, ამ შეხვედრაზე ისინი ქართული ოცნების შეთავაზებას უარს ოფიციალურად ეტყვიან. საუბარია მოდელზე, რომლის მიხედვით 2020ი წლის არჩევნებისთვის 150 მანდატიდან 100 პროპორციული პრინციპით აირჩევა. ოპოზიციისთვის ეს წინადადება მიუღებელია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს დაპირება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. “ქართულ ოცნებაში” პასუხად აცხადებენ, რომ თუ ოპონენტები ამ შეთავაზებაზეც უარს იტყვიან, არჩევნები მოქმედი - შერეული სისტემით ჩატარდება. მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდის თარიღს თვის ბოლოს დათქვამს დიპლომატიური კორპუსი, რომელიც კვლავ პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობაზე საუბარობს.
