გლდანში 26 ოჯახს საცხოვრებელი ბინები დაუკანონდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. გლდანის პირველ მიკროში 17 ოჯახი დაახლოებით 20 წელია ცხოვრობს, ხოლო გმირი კურსანტების ქუჩაზე 9 ოჯახი . ყველა მათგანმა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად ერთ ლარად მიიღო.
