საოკუპაციო ზოლზე, კერძოდ სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე პროცესებს დღეს ელისაბეთ რუდი გამოეხმაურა
შტატების წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა საოკუპაციო ზოლის გადაწევის ფაქტზე. აღნიშნა ისიც, რომ აუცილებელია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენება ამ პრობლემის გადასაჭრელად. ელისაბეთ რუდმა ოფიციალური ვაშინგტონის სახელით, კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუბრუნოს ჯარები კონფლიქტამდელ პოზიციებს.
