განათლებისა და კულტურის სამინისტროები ისევ გაიყოფა
ხარჯების შემცირების მიზნით, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაერთიანებული განათლებისა და კულტურის სამინისტროები ისევ გაიყოფა. პროცესი სავარაუდოდ, თებერვალში დაიწყება. ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ამბობენ, რომ ორივე სფეროს ინდივიდუალური მიდგომა, ხედვა, მენეჯმენტი და სტრატეგია სჭირდება. სამინისტროების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რომ პარტიაში კონსულტაციები იყო - ეს დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემაც დაუდასტურა. სახელდება უკვე კანდიდატურები?
