ბელგიის ზოოპარკში ახალი ბინადარია
ბოჟიკი პირველია, ვინც წელს პლანკენ-დაილის ზოოპარკის ბინადართა რიცხვს შეემატა. პატარა ჟირაფს, რომლის დაბადების ამსახველი ვიდეო ანტვერპენის ზოოლოგიის სამეფო საზოგადოებამ გაავრცელა, ვალეი დაარქვეს. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ყველა ნაშიერის სახელი, რომელიც ზოოპარკში წელს დაიბადება ვ ასოზე დაიწყება.
