მასშტაბური ხანძრითა და გვალვით დაზარალებული ავსტრალიელები წვიმის მოსვლას ზეიმობენ
ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერ წვიმას წყალდიდობაც მოჰყვა, შტორმმა კი, მელბურნში ხანძრით გამოწვეული კვამლი გაფანტა, შედეგად ჰაერის ხარისხიც გაუმჯობესდა. წვიმამ ავსტრალიის ტყის ხანძრების ნაწილის ჩაქრობას ხელი შეუწყო. ავსტრალიაში ხანძარს სექტემბრის შემდეგ ებრძვიან. სტიქიის შედეგად დაიღუპა 28 ადამიანი, დაიწვა 10 მილიონზე მეტი ჰექტარი მიწის ფართობი, განადგურდა ათასობით საცხოვრებელი სახლი და დაიხოცა ნახევარი მილიარდი ცხოველი.
