ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე დღეს პარლამენტში იმსჯელეს
დეპუტატებს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ მიაწოდა. მსჯელობის საგანი ძირითადად, სოხუმში განვითარებული ბოლოდროინდელი პროცესები და ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა იყო. დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ კანონმდებლებმა მედიასთან დიალოგის საკითხზეც ისაუბრეს. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ღიად განაცხადა, რომ თბილისთან დილოგი აუცილებელია.
