მთაწმინდის პარკი მერიის წინააღმდეგ
დავა გრძელდება - ყველაფერი კი 2011 წელს დაიწყო, როდესაც მთაწმინდის პარკსა და მერიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ამ დოკუმენტით მერიას 2014 წლის პირველ ივნისს საბაგიროს მშენებლობა უნდა დაესრულებინა. თუმცა ამ ხელშეკრულებიდან 6 წლის შემდეგ, არც საბაგიროა და არც ისტორიული გზის მშენებლობის ლოკაციაა ცნობილი. ამ წლების განმავლობაში მერია რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, მათ შორის მოსახლეობის პროტესტს. დავა საქალაქო სასამართლოში თბილისის მერიის სასარგებლოდ დასრულდა. პირველი ინსტანციის მოსამართლემ მიიჩნია, რომ მერიას ვალდებულებების შესრულების კონკრეტული თარიღი არ აქვს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
