თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუშვილი პატიმრობაში დატოვა
სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრებოდა. პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან ერთად გამოკითხეს მოწმეებიც, კითხვებს უპასუხა ორმა გამომძიებელმა და შსს-ის პრესსამსახურის თანამშრომელმა. სამართადამცველებმა ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, პრესსამსახურის თანამშრომელმა კი, იმ ვიდეო მასალებზე ისაუბრა, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს გადაიღო. პარალელურად, გამოძიებას ოქრუაშვილთან კითხვები აქვს. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას 20 ივნისის მოვლენებზე, რომელიც გამოძიების ინტერესის საგანია. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 20 ივნისს ცოტაც და ხელისუფლება დაემხობოდა, თუმცა ეს მომენტი ხელიდან იქნა გაშვებული. ამ განცხადებიდან გამომდინარე, გამომძიებლებს ოქრუაშვილთან ჰქონდათ კთხვა, რა კავშირი ჰქონდა პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან, ექს-პრეზიდენტს. ირაკლი ოქრუაშვილმა მატროსოვის ციხეში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. მან მაგისტრი მოსამართლე მოითხოვა. პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილ მინისტრს სწორედ შვიდი თვის წინ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი ბრალდება. ამ საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორისაა ამბოხება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
