დავით სერგეენკოს განმარტებები ცე ჰეპატიტის სკანდალზე - ყოფილი მინისტრის პასუხი ოპონენტებს და აუდიტის სამსახურს
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ გაჩენილ კითხვებს უპასუხა დავით სერგეენკო ამბობს, რომ 2015-16 წლებში პაციენტების მოთხოვნა პროგრამაში ჩართვაზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები 2018 წელს კი, მას შემდეგ, რაც პროგრამის შესაძლებლობები გაიზარდა, პაციენტების რაოდენობამ იკლო ფინანსურ ნაწილზე საუბრისას, ყოფილი მინისტრი საზოგადოებას შეახსენებს, რომ ძვირადღირებულ წამალს საქართველო საჩუქრად იღებს, თუმცა ის, რომ ვადა გაუვიდა 560 მილიონზე მეტი ღირებულების წამალს, მისი აზრით გადაჭარბებულია დავით სერგეენკო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პაციენტების ინტერესები არ დაზარალებულა და არც ერთ მათგანს ვადაგასული მედიკამეტი არ მიუღია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა პროექტი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომანია „გილეად”-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროგრამა დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პრევენციას ითვალისწინებს. აუდიტის დასკვნა გამოქვეყნებისთანავე ოპოზიციის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა არის თუ არა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა წარმატებული, რა ხარვეზები ახლდა პროგრამას და რა დოკუმენტაციით იხელმძღვანელა, აუდიტის სამსახურმა?
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
