დაბრუნდება თუ არა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე?
გენერალური პროკურორის ვაკანტურ პოსტზე კანდიდატებს, ყოფილი გენპროკურორი, ირაკლი შოთაძე დაემატა ის საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა შოთაძეს ეს თანამდებობა მანამდეც ეკავა, თუმცა პოსტი 2018 წლის მაისში დატოვა გადაწყვეტილება კი, მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლოს მაშინდელი განაჩენის თანახმად, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ორი ბრალდებულიდან, დავით სარალიძის მკვლელობა არც ერთს არ დაუდასტურდა ამ საქმის კონტექსტისა და პროტესტის ფონზე, ირაკლი შოთაძე პირველი მაღალჩინოსანი იყო, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ირაკლი შოთაძე გენპროკურორობის ერთერთი კანდიდატია, საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს ზაზა სარალიძის პოზიცია წარმოადგენდ ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:ვფიქრობ, რომ ამ საქციელით მას (ანუ შოთაძეს) სურს, დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ. დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს
სიუჟეტის ავტორი: ქეთი ქაშაკაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
