მთაწმინდის პარკი მერიის წინააღმდეგ
დავა სააპელაციო სასამართლოში მერიის ადვოკატის მოთხოვნით გადაიდო. მიზეზად იურისტმა ის მოლაპარაკებები დაასახელა რომელიც პარკის ხელმძღვანელობასთან მიმდინარეობს. მისივე განმარტებით ეს მოლაპარაკებები კულმინაციის ეტაპზეა. ეს განცხადება მთაწმინდის პარკის ადვოკატებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. იურისტები ამბობენ რომ ინტენსიური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და სხდომის გადადებით დედაქალაქის მთავრობა პროცესს აჭიანურებს. მერიის შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა. უკვე 6ი წელია მთაწმინდის საბაგიროს პროექტი არსებობს, თუმცა მერიას მშენებლობა ამ დრომდე არ დაუწყია. მთაწმინდის პარკს 2014 წელს ინვესტირებული აქვს ოთხი მილიონი ევრო, თუმცა მერია ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.
