ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე პარლამენტში იმსჯელეს
დეპუტატებს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ მიაწოდა მსჯელობის საგანი ძირითადად სოხუმის ბოლო დროინდელი პროცესები და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა იყო დახურული მსჯელობის დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა მედიასთან დიალოგზეც ისაუბრეს, ცნობისათვის, ამ თემაზე კომენტარი ე.წ. ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ გააკეთა, მისი თქმით, სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში და რა ფორმით მნიშვნელობა არ აქვს არსებობს თუ არა თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის პერსპექტივა? რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ლიდერის განცხადებას თბილისში?
