რა შეფასებები გაკეთდა დავით სერგეენკოს განმარტებაზე
აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც "ცე" ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში ნახევარი მილიარდის ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა, დღეს პირველად გამოეხმაურა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი. დავით სერგეენკოს განმარტებით, 2015-2016 წლებში პროგრამაში ჩართვაზე მოთხოვნაც და პრეპარატის ღირებულებაც მაღალი იყო, 2018 წელს კი წამლებზე მოთხოვნილება ბევრად შემცირდა. რაც შეეხება პრეპარატებით მკურნალობის საკითხს, სერგეენკო ირწმუნება, რომ უვარგისი წამალი არც ერთ მოქალაქეს არ გამოუყენებია, რადგან იმ პერიოდში საქართველოს უკვე მიღებული ჰქონდა მედიკამენტების ახალი პარტია. ქვეყანა ამ მიმართულებით წარმატებით რომ მუშაობდა, სერგეენკოს თქმით, ამას ადასტურებს ვენაში საერთაშორისო კონგრესზე მიღებული "ცე" ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდებაც.
სიუჟეტის ავტორი: ლევან კვატაშიძე-2-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
