ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილი ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები და დეფაქტო რეჟიმის ქმედებები
ეს არის ის მთავარი საკითხები რომელზეც ამ წუთებში პარლამენტში მსჯელობენ. აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე დეპუტატებს დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე აწვდის. ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან შეხვედრას პროტესტის ნიშნად არ ესწრება ოპოზიცია.
